• კლიმატის კვირეული 2020

    კლიმატის კვირეული 2020

    2020.09.20

    კლიმატის კვირეული 2020 საქართველოსთვის,

    „მსოფლიოსათვის - გავერთიანდეთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების შესამცირებლად!“ 

     

    პროგრამა

    21-27 სექტემბერს საქართველოში კლიმატის კვირეული აღინიშნება, ტრადიციულად საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს ინიცირებით.

    „საქართველოსთვის, მსოფლიოსათვის - გავერთიანდეთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების შესამცირებლად!“  ეს გზავნილი აერთანებს 2020 წლის  კლიმატის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

    გულითადად გიწვევთ კლიმატის კვირეულში  მონაწილეობის მისაღებად.  შემოგვიერთდით საინტერესო იდეებითა და ინიციატივებით ან/და დაესწარით ჩვენ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს, მოიყვანეთ მეგობრები, ოჯახის წევრები, ნაცნობები.

     კლიმატის დასაცავად გაერთიანება თითოეული ჩვენგანის ვალია, კლიმატის დაცვა ადამიანების დაცვას ნიშნავს.

    ღონისძიებები გაიმართება თბილისში, ქუთაისში, სენაკში, ბოლნისში, მცხეთაში, ხონში, თეთრიწყაროში და ხულოში.

    კლიმატის კვირეულის ღონისძიებებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობასთან თანამშრომლობით ახორციელებენ შემდეგი არასამთვრობო ორგანიზაციები: ასოციაცია „დეა“, რადიო „ძველი ქალაქი“, „მწვანე რეგიონები“, „თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი“, ალგეთის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაცია, ხულოს ადგილობრივი განვთარების ჯგუფის (LAG) ახალგაზრდული გუნდი, ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრი, სოფლის მეურნეობის აკადემია, სამეცნიერო ინტელექტულური კლუბი „თაობათა დიალოგი“, ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი, ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“, ა(ა)იპ „ქალი და განვითარება“, "სოფლად თემთა განვითარების სააგენტო (RCDA) და ეკოლოგიურ მიწათმოქმედთა ასოციაცია   “SEMA”. სია არასრულია, რადგან პერიოდულად ახალი მონაწილეები გვემატებიან. შემოგვიერთდით თქვენც!

     საქართველოში „კლიმატის კვირეული 2020“ ტარდება პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის  განხორციელებაში" ფარგლებში.  ახორციელებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს  „გერმანიის დედამიწის მეგობრებთან“(BUND)  თანამშრომლობით  და მხარდაჭერილია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს მიერ.

     https://docs.google.com/document/d/1gzFxetHV-BPlMawS9HMX4LQSpIBnewap/edit