• საქართველოში თემზე დაფუძნებული ტყის მდგრადი მართვა ფშავის მაგალითზე

    საქართველოში თემზე დაფუძნებული ტყის მდგრადი მართვა ფშავის მაგალითზე

    2021.06.04

    პროექტის საქართველოში თემზე დაფუძნებული ტყის მდგრადი მართვა ფშავის მაგალითზე ფარგლებში, სამიზნე რეგიონის მოსახლეობასთან სასტარტო გაცნობითი შინაარსის შეხვედრა შედგა.

    პროექტი განხორციელდება დუშეთის მუნიციპალიტეტის 4 თემში მაღაროსკარი, კანატია, თვალივი, გუდრუხი და მისი მიზანია: ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართვა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების შემუშავების, მიღებისა და განხორციელების პროცესში;  ტყისა და საძოვრების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა; კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პროცესებისა და სათბურის გაზების ემისიების შემცირება; მთის ტყეებზე  ანთროპოგენული ზემოქმედების შემცირება და მაღალმთიანი ტყეების მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვა. ასევე, კლიმატგონივრული ტექნოლოგიების პოპულარიზაცია და ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელება.

    სასტარტო შეხვედრა მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას, დაგეგმილი საქმიანობებისა და ღონისძიბების შესახებ, რომელიც როექტითაა გათვალისწინებული.

    პროექტის ფარგლებში სამიზნე სოფლებში მოხდება ბენეფიციარების შერჩევა, რომლებსაც გადაეცმა ხილის საშრობები; ენერგოეფექტური ღუმელები; ბიომასის ბრიკეტები; მზის წყალგამაცხელებლები; ასევე დათბუნდება რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.

    ადგილობრივების თქმით, ისინი მიესალმებიან შერჩეულ თემებში ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებასა და დანერგვას. აღინიშნა, რომ აღნიშნული ღონისძებები შეუმსუბუქებს მათ ხარჯებს, რაც განსაკუთებით მაღალია ზამთრის პერიოდში.

    პროექტით დაგეგმილია, ადგილობრივი მოსახლეობისათვის სწავლება-სემინარები კლიმატგონივრული ტექნოლოგიების სიკეთეების გაცნობის, დანერგვისა და გამოყენების სწავლების მიზნით.

    პროექტი ხორციელდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ, კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის (IKI) ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს (BMU) მხარდაჭერით.