-
წიაღისეული საწვავისაგან თავისუფალი ქსელის შეხვედრა
2020.02.282020 წლის 25-28 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა დედამიწის მეგობრების-ევროპა-ს ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა წიაღისეული საწვავისაგან თავისუფალი განვითარებისათვის, რომელსაც 23 ევროპული ქვეყნის 38 მონაწილე დაესწრო.
სამუშაო შეხვედრაში, კოალიციის წევრი ორგანიზაციის სტატუსით, მონაწილეობდა საქართველოს მწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრები საქართველოს ორგანიზაციის წარმომადგენელი დავით სიდამონიძე.
შეხვედრის ძირითადი ამოცანები იყო:
· ისტორიულად ყველაზე დიდ კლიმატის მოძრაობაში ჩართულობა და ევროპის პოლიტიკური მდგომარეობის ანალიზი და კლიმატისა და ენერგიის გარშემო 2020 წელს არსებული შესაძლებლობები;
· 2020 წელს საერთო სამოქმედო გეგმაზე შეთახმება, საერთო პრიორიტეტების გამოვლენა და ქსელში მობილიზაცია გლაზგოში მხარეთა 26-ე კონფერნეციისათვის (COP26);
· კავშირის, აღიარების, სოლიდარობისა და მოტივაციის გრძნობის ჩამოყალიბება და ერთობილივი მუშაობა წიაღისეული საწვავისაგან თავისუფალი ევროპის მისაღწევად.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივ მოქმედებებზე, რათა 100%-ით განახლებად ენერგო რესურსებზე მომუშავე ქვეყნები ვიხილოთ, შესაბამისად უარი ვთქვათ ქვანახშირზე, ნავთობსა და გაზზე.