-
შეხვერდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან
2021.02.2525 თებერვალს, ქუთასში დასავლეთ საქართველოს არასამთავრთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის ჩატარდა შეხვედრა შერეული ფორმატში ქვეყნის ეროვნულად განსაზღვრული წვლილის (NDC) და კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმასთან (CAP) დაკავშირებით.
შეხვედრა მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
ქვეყნის ეროვნულად განსაზღვრული წვლილი (NDC) და კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმა (CAP);
არსებული მდგომარეობა და გეგმები (ქვეყნის ეროვნულად განსაზღვრული წვლილის და კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმა);
კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი - საზოგადოების მონაწილეობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის განხორციელებაში.
შეხვედრის პირველ ნაწილში პროექტის ექსპერტებმა ისაუბრეს ქვეყნის ეროვნულად განსაზღვრული წვლილის (NDC) და კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმის (CAP) შესახებ, ასევე საქართველოს კონსტიტუციით, კონვენციებითა და საქართველოს კანონმდებლობით საზოგადოების მონაწილეობისათვის მინიჭებული უფლებებისა და საერთშორისო პრაქტიკის შესახებ.
შეხვედრის მეორე ნაწილში გაიმართა ჯგუფური მუშაობა მონაწილეების აქტიური ჩართულობით. განიხილეს საზოგადოების მონაწილეობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკაში NDC-ისა და CAP-ის, ასევე ნარჩენებისა და ტრანსპორტის სექტორის მაგალითებზე.
შეხვედრა ჩატარდა EU4Climate გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, პროექტის "კლიმატთან დაკავშირებული პოლიტიკისა და კანონმდებლობის გაუმჯობესება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" და პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ,გერმანიის დედამიწის მეგობრებთან“(BUND) თანამშრომლობით და მხარდაჭერილია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს მიერ.