• საერთაშორისო კონფერენცია  “ქვეყნის ეროვნულად განსაზღვრული წვლილი (NDC) - საქართველოს გამოწვევები“

    საერთაშორისო კონფერენცია “ქვეყნის ეროვნულად განსაზღვრული წვლილი (NDC) - საქართველოს გამოწვევები“

    2019.11.07

    2019 წლის 27 ნოემბერს, 11:00 საათზე საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია”-ში (პირველი რევოლუციის მოედანი  N 1) გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე:

     

    ქვეყნის ეროვნულად განსაზღვრული წვლილი (NDC) - საქართველოს გამოწვევები

     

    კონფერენციაზე განხილული იქნება „საქართველოს ამბიციური, ეროვნულ დონეზე განსაზღვრულ წვლილი (NDC) - დოკუმენტი, რომელიც ამ ეტაპისთვის შემუშავების პროცესშია. წარმოდგენილი იქნება სამოქალაქო საზოგადოების ხედვა NDC დოკუმენტზე, რომელიც შეიმუშავა საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმასთან „კლიმატის ეროვნული პოლიტიკისათვის თანამშრომლობით. საუბარი იქნება  პარიზის ხელშეკრულება და საქართველოს ვალდებულებები.

     

    კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები, სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ფონდების  წარმომადგენლები.

     

    კონფერენცია ტარდება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება  კლიმატის  ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში" ფარგლებში.  ანხორციელებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს  გერმანიის დედამიწის მეგობრებთან“(BUND)  თანამშრომლობი  და მხარდაჭერილია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს მიერ.

     

     

    საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო

    მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

    დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

    599710030 ლელა ყაჭეიშვილი