• შეხვედრები პროექტის ფარგლებში „საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის - (NDC)“- თან დაკავშირებით

    შეხვედრები პროექტის ფარგლებში „საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის - (NDC)“- თან დაკავშირებით

    2019.06.13

    შეხვედრები პროექტის ფარგლებში „საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის - (NDC)“- თან დაკავშირებით


    საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლებთან, „საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის - (NDC)“ -ის მიზნებზე, ამოცანებზე და სამოქმედო გეგმაზე.


    პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა/ტრენინგების ჩატარება ყველა იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც გაწევრიანებულები არიან პროექტის ფარგლებში შექმნილ საზოგადოებრივ ქსელში (NDC-GEORGIA). ქსელი აერთიანებს კლიმატის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანმთელობის დაცისა და ურბანისტიკის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს და დაინტერესებულ პირებს. ქსელის წევრები შეიმუშავებენ სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივ პოზიციას, საქართველოში NDC-ის დანერგვისა და რეალისტური სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით. ქსელის წევრებს შესაძლებობა აქვს მიიღონ ინფრომაცია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე. მათ შორის, „საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის - (NDC) შესახებ, რომელსაც ამზადეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.


    11 ივნისს, ჩატარდა პირველი ტრენინგი ქსელის წევრებისთვის, სადაც ექსპერტების მიერ წარმოდგენლი იყო შემდეგი პრეზენტაციები: საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის-(NDC)-მიზნების, ამოცანებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ; სათბურის აირების ემისიები მრეწველობისა და ნარჩენების სექტორიდან; დაბალემისიანი განვითარების გზა და სტრატეგიული ხედვა 2030 წლისთვის.
    ტრეინინგის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ემუშავათ ჯგუფებში და ემსჯელათ მწრეველობისა და ნარჩენების საკითხებზე, რის შემდეგაც წარმოადგინეს საკუთარი ხედვები აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში.
    უახლოეს მომავალში დაგეგმილია მსგავსი ტრეინინგი ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობისა საკითხებზე კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში.
    პროექტის
    სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაშიმიმდინარეობა ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაზრდას, რათა ქვეყნის ეროვნულად განსაზღვრული წვლილის (NDC) მომზადებისა და განხორციელების პროცესში გათვალისწინებულ იქნას მათი მოთხოვნები და უზრუნველყოფილი იყოს პროცესის გამჭირვალობა.
    პროექტს ახორციელებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, გერმანიის დედამიწის მეგობრებთან თანამშრომლობის ფარგლებში (BUND) და მხარდაჭერილია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს მიერ.