• “ქვეყნის ეროვნულად განსაზღვრული წვლილი (NDC) - საქართველოს გამოწვევები“

    “ქვეყნის ეროვნულად განსაზღვრული წვლილი (NDC) - საქართველოს გამოწვევები“

    2019.11.28

    2019 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ორგანიზებით თბილისში, სასტუმრორედისონ ბლუ ივერია”-ში, პროექტისსამოქალაქო საზოგადოების გალიერება ეროვნული კლიმატის პოლიტიკის განხორციელებაშიფარგლებში, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “ქვეყნის ეროვნულად განსაზღვრული წვლილი (NDC) - საქართველოს გამოწვევები“.

     

    კონფერენციის მიზანი იყო საქართველოს ამბიციური, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) - დოკუმენტის განხილვა, რომელიც ამჟამად სახელმწიფოს მიერ შემუშვების პროცესშია. კონფერენციაზე წარმოდგენილი და განხილული იყო სამოქალაქო საზოგადოების ხედვა NDC დოკუმენთან დაკავშირებით, რომელიც შეიმუშავა საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმასთანკლიმატის ეროვნული პოლიტიკისათვისთანამშრომლობის ფარგლებში. ასევე განხილული იქნა პარიზის ხელშეკრულბებით ნაკისრი ვალდებულებები და სექტორების მიხედვით კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების გაფრქვევის შემცირების  სავარაუდო  ღონისძიებები და შესაბამისი ფინანსური მექანიზმები.

     ეროვნულად განსაზღვრული წვლილი (NDC), ასახავს ქვეყნების მიერ სათბური გაზების გაფრქვევის შემცირებაზე აღებულ ვალდებულებებს. აქედან გამომდინარე თითოეული ქვეყნის აკეთებს სამოქმედო გეგმას, რომელმაც უნდა ასახოს საკუთარი ქვეყნის ამბიცია სათბური გაზების ემისიების შესამცირებლად, ქვეყნის შიდა გარემოებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. პარიზის   შეთანხმება მიღებული იქნა 2015 წელს პარიზში, კლიმატის ცვლილების მხარეთა 21- კონფერენციაზე (COP-21), რომელიც ცნობილიაპარიზის შეთანხმებისსახელით. შეთანხმებაზე იმდროისთვის ხელი მოაწერა 195-მა ქვეყანამ. საქართველო პარიზის შეთანხმებას 2017 წელს შეუერთდა და ის ძალაში შევიდა იმავე წლისივნისიდან.

     პარიზის შეთანხმება თითოეულ მხარე ქვეყანას ავალდებულებს, უზრუნველყონ თანმიმდევრული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილების (NDC) მომზადება, შეტყობინება და წარმოება რომლის მიღწევასაც აპირებს. მხარეები ასეთი წვლილის მიზნების მისაღწევად განახორცილებენ შერბილების შიდა ღონისძიებებს.

     ჯერ კიდევ 2015 წელს, საქართველომ კლიმატის ცვლილების კონვენციის სამდივნოში წარდგინაეროვნულ დონეზე განსაზღვრული სავარაუდო წვლილი“ INDC.  მხარეთა 21–  კონფერენციის დაწყებამდე (ანუ პარიზის შეთანხმების მიღებამდე).

     საქართველომ ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სავარაუდო წვლილის დოკუმენტით აიღო ვალდებულება, 2030 წლამდე 15%-ით შეამციროს სათბურის გაზების ემისია. დოკუმენტი ითვალისწინებს იმასაც, რომ თუ კი ქვეყანა  მიიღებს ფინანსურ დახმარებას ან ტექნოლოგიებს კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ღონისძიებების გასატარებლად, 15%-ის ნაცვლად სათბური გაზების ემისიებს 25%-ით შეამცირებს.

     ამ ეტაპისთვის, საქართველო ამზადებს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის განახლებულ ვარიანტს (NDC), რომელიც  კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის სამდივნოში უნდა გაიგზავნოს 2020 წლის პირველ ნახევარში.

     კონფერენციის მსვლელობაში მონაწილეობენ არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ფონდების წარმომადგნლები, უცხოელი და ქართველი  ექსპერტები.

     კონფერენცია ჩატარდა პროექტისსამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება  კლიმატის  ეროვნული  პოლიტიკის განხორციელებაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ, „გერმანიის დედამიწის მეგობრებთან“ (BUND)  თანამშრომლობით  და მხარდაჭერილია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს მიერ.