-
შეხვედრა ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმის (NECP) საკითხებზე
2021.05.25ქუთაისში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება კლიმატის ეროვნულ პოლიტიკაში“ ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა/სწავლება „კლიმატის ცვლილების კოალიციის“ წევრებისათვის (დასავლეთ საქართველო) შემდეგ საკითხებზე:
ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმა (NECP)
მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქების სამოქმედო გეგმები
სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა გეგმების შემუშავებისა და შესრულების პროცესში
შეხვედრაზე გაკეთდა მოხსენებები აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, ექსპერტმა ავთანდილ გელაძემ აღნიშნა, რომ „საქართველოში ჯერ კიდევ ვერ ხდება სათანადოდ საზოგადოების აქტიური ჩართვა კლიმატის ცვლილების პრობლემების მოგვარებაში. მართალია თუ შევადარებთ 5-10 წლის წინანდელ საქართველოს მდგომარეობას, აშკარად გაუმჯობესებულია, ცნობიერების ამაღლების და საზოგადოების გააქტიურება, მაგრამ ეს საკმარისი. კლიმატის ცვლილება იმდენად სწრაფად მიმდინარე პროცესია, რომ ეს ჩართულობა ვერ იქნება ადეკვატური იმ პროცესების, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს. ევროპის ქვეყნები აქტიურად მუშაობენ საკითხის გადაჭრაზე, მიღებულია სერიოზული გადაწყვეტილებები, ჩვენთან ამ კუთხით შედარებით პასიურობენ“. ასევე ისაუბრა საქართველოში კლიმატის ცვლილების პოლიტიკაზე, არსებულ მდომარეობაზე და პრობლემებზე. ”ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმასთან (NECP) დაკავშირებულ საკითხებზე, რომელიც ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მგდრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული რეფორმებისა და საერთაშორისო ურთიერთობის დეპატრამენტის უფროსის მოადგილე, რომელმაც დეტალურად ისაუბრა საქართველოს კლიმატისა და ენერგეტიკის ეროვნული გეგმის (NECP) მზადების პროცესზე. აღნიშნა, რომ აღნიშნული დოკუმენტი ამ წლის ბოლოსთვის უნდა დამტკიცდეს და სავარაუდოდ სექტემბრიდან დაიწყება საჯარო განხილვები.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საშულება მიეცათ მოკლე პრეზენტაციებით (ჯგუფური ჩართულობით) დაეფიქსირებინათ საკუთახი ხედვები და მოსაზრებები.
შეხვედრა ჩატარდა EU4Climate გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, პროექტების "კლიმატთან დაკავშირებული პოლიტიკისა და კანონმდებლობის გაუმჯობესება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" და „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ, „გერმანიის დედამიწის მეგობრებთან“ (BUND) თანამშრომლობით და მხარდაჭერილია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს მიერ.
შეხვედრა ჩატარდა COVID-19 რეგულაციების დაცვით.