• შეხვედრა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტში

    შეხვედრა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტში

    2020.02.14

    14.02.2020 . რუსთავის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა  შეხვედრა გარემოს დაცვით საკითხებზე.

    შეხვედრას . რუსთავის მერი - ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე - ლევან ონიანი, არასამთავრობო ორგანიზაციასაქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოსთავმჯდომარე - ნინო ჩხობაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ოფიციალური პირები, ამერიკული კუთხისა და საბიბლიოთეკო გაერთიანების წარმომადგენლები  დაესწრნენ.

    საუბარი შეეხო ადგილობრივ საწარმოებში ჩატარებულ მონიტორინგის შედეგებს, გარემოზე მავნე ზემოქმედების შეფასების კონტროლს, საკანონმდებლო რეგულაციებს, ქალაქში არსებულ ნარჩენების პრობლემებს, ჰაერის, ნიადაგის, წყლის მდგომარეობას და მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმას, რომელიც . რუსთავში ოთხი ძირითადი მიმართულებით ხორციელდება (ტრანსპორტი, გარე განათება, მუნიციპალური შენობები და გამწვანება).

    . რუსთავის  მერმა ისაუბრა სამშენებლო ნარჩენების განთავსების მიმდინარე პროექტზე და მუნიციპალური ნარჩენების მართვის არსებულ სისტემაზე.

    რამდენადაც . რუსთავი არისმერების შეთანხმებისმხარე 2011 წლიდან (რაც ითვალისწინებს 2020 წლისთვის CO2-ის ემისიის 20 %-მდე შემცირებას), შეხვედრის მონაწილეებმა  ისაუბრეს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების მიზნით  მიმდინარე პროექტებზე.  

    . რუსთავისთვის გარემოს დაცვითი საკითხების აქტუალობიდან გამომდინარე, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოსთავმჯდომარემ, ქალბატონმა ნინო ჩხობაძემ და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ აქტიური თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

    საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველომზადაა მუნიციპალიტეტს  გარემოს დაცვით საკითხებში საექსპერტო დახმარებაც გაუწიოს.