• RICDOG-მა მრგვალი მაგიდის ფორმატით იმერეთის მუნიციპალიტეტებში შეხვედრების ჩატარება დაიწყო

    RICDOG-მა მრგვალი მაგიდის ფორმატით იმერეთის მუნიციპალიტეტებში შეხვედრების ჩატარება დაიწყო

    2019.08.06

    28 მაისს, ხონის მუნიციპალიტეტში სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგის“ (RICDOG) ორგანიზებით, პროექტის არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე“ ფარგლებში, ჩატარდა შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

    პროექტის მიზანია ევროკავშირის დირექტივებთან დაკავშირებით ადგილობრივი კანონმდებლობის ჰარმოზინაციის მხარდაჭერა. სოციალური ჯგუფების მობილიზაცია.

    პროექტი ორიენტირებულია სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებით და მათი ჩართულობის ხელშეწყობაზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

    შეხვედრებში მონაწილეობს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველოს წარმომადგენელი, ექსპერტი გარემოსდაცვის საკითხებში ბ-ნი აკაკი ფანჩულიძე.

    პროექტის სამიზნე რეგიონებია მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი.

    შეხვედრას ესწრებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. მათ შორის: ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედია საშულებების წარმომადგენლები.

    პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და მას ახორციელებენ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო; სითი ინსტიტუტი საქართველო; სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ და საზოგადოებრივი დამცველი.