• პროექტის სამიზნე ჯგუფების შეხვედრა

    პროექტის სამიზნე ჯგუფების შეხვედრა

    2019.06.30

    საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ცენტრალურ ოფისში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოსორგანიზებითა და   ფრიდრიხ ებერტის ფონდის პარტნიორობით,  გაიმართა სამიზნე ჯგუფების შეხვედრა, პროექტის - საბჭოთა პერიოდში აშენებული ჰიდროელექტროსადგურების შეფასება და რეაბილიტაციისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა“ ფარგლებში.

     აღნიშნულ შეხვედრაზე განხილული იყო, საქართველოს ჰიდროელექტრო სადგურების არსებული მდგომარეობა,  ასევე საუბარი იყო პროექტის ფარგლებში შერჩეულ ჰესებზე რა მეთოდოლოგიით ჩატარდება დაგეგმილი სამუშაოები, რა ტექნოლოგიური და რესურსული პოტენციალის გაუმჯობესება იქნება საჭირო, ასევე გაიწერება კონკრეტული მიზნები თუ რა მეთოდოლოგიით მოხდება კონკრეტული ჰესების რეაბილიტაცია რეკონსტრუქცია.

     შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია, გაიმართა აქტიური მსჯელობა, დაფიქსირებული იყო მოწვეული არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციები თემის ირგვლივ.