• „სუფთა რეგიონი 2020“ კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

    „სუფთა რეგიონი 2020“ კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

    2021.05.10

    საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, ქ. თბილისის საკრებულოშენობაში, კონკურსის „სუფთა რეგიონი 2020“ გამარჯვებულების დაჯილდეობის ღონისძიება გაიმართა.

    აღნიშნული კონკურსი გასულ წლის 5 ივნისს გამოცხადდა და მისი მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით ყველაზე „სუფთა რეგიონი“, „სუფთა მუნიციპალიტეტი“, „სუფთა ქალაქი/დაბა“, „სუფთა სოფლი/თემი“, „სუფთა ქუჩა“, „სუფთა საწარმოს ქუჩა“, „ლამაზი ეზო“ და „ლამაზი აივანი“ გამოვლენა.

    იდეა კონკურსის შესახებ პირველად 2015 წელს გაჩნდა  „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება. კონკურსის მიზანი იყო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა, ამავე კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ დასუფთავების აქციებში.

    „სუფთა რეგიონის“ კონკურსმა საზოგადოებაში თავიდანვე დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია, რაზეც მეტყველებს სხვადასხვა წლებში კონკურსის ფარგლებში გაზრდილი ნომინაციებისა და მონაწილეების რიცხვი.

    იმდინარე წელს, „სუფთა რეგიონის“ კონკურსის დაჯილდოების ღონისძიება მე-5 აღინიშნა და ის 8 ნომინაციაში (2015 -3 ნომინაცია, 2017 -5 ნომინაცია, 2018 წელს-7 ნომინაცია) ჩატარდა. კონკურსის პერიოდში მონაწილეებს საშუალება ქონდათ საკონკურსო პერიოდში წარმოედგინათ ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები (საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო).

    კონკურსის ფარგლებში ყოველწლიურად იქმნება სპეციალური კომისია (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები), რომლის წევრებიც შემოსული ინფორმაციის საფუძველზე (10 ქულიანი სისტემით) აფასებენ საკონკურსე მასალებს.                                

    2020 წლის „სუფთა რეგიონის“ კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულები არიან:

    „სუფთა რეგიონი 2020“ - კახეთის რეგიონი

    „სუფთა მუნიციპალიტეტი 2020“ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

    „სუფთა ქალაქი 2020“ - ქ. ქუთაისი

    „სუფთა სოფელი 2020“ - სოფელი - ზედა ეწერი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)

    „ლამაზი ეზო 2020" - ლუიზა ფანცულაია (ხონის მუნიციპალიტეტი)

     „ლამაზი აივანი 2020“ - რუსუდან ხარგელია (ზუგდიდი)

    „საწარმოს ლამაზი ეზო 2020“ - შპს „ღვინაშვილების მარანი“ (საგარეჯო)

     „სუფთა/ლამაზი ქუჩა 2020“ -  ს. ზაქარიაძის ქუჩა (თბილისი) და გამსახურდიას გამზირი (ზუგდიდი)

     კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით სიგელები გადაეცა:

    ლაგოდეხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებს - ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის;

    სოფლების  ხურჩა და ველისციხის წარმომადგენლებს

    ნომინაციაში სუფთა/ლამაზი ეზო, სიგელი გადაეცა ასევე ეთერ პატარაიას (თბილისი, წყნეთი)

    ნომინაციაში სუფთა/ლამაზი ქუჩა, სიგელი მიენიჭა გოგებაშვილის ქუჩას (გორი, შიდა ქართლი)

    კონკურსი ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), ადგილობრივ და შვედ პარტნიორ-ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“, ასევე მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.