• „დავასუფთაოთ  მსოფლიო“   ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

    „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

    2020.09.18

    ყოველწლიურ მსოფლიო დასუფთავების აქციას როგორც წინა წლებში წელსაც შეუერთდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და 18 სექტემბერს მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ეპიდოლოგიური სიტუაციების გათვალისწინებით მცირე რაოდენობრივ ჯგუფებში , შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვით ჩატარდა დასუფთავების აქცია ,, დავასუფთაოთ მსოფლიო''.აქციაში აქტიურად ჩაერთო, როგორც ყოველთვის ,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი" მთელი კოლექტივი. დასუფთავდა ქალაქ ზუგდიდში რამოდენიმე ლოკაცია და 48 სასოფლო ტერიტორიული ერთეული. მყარი ნარჩენებისაგან გაიწმინდა: ქალაქის რკინიგზის სადგურის პერონი და მიმდებარე ტერიტორია( ქუჯის ქუჩა), დადიანების სასახლის ბაღი და მისი მიმდებარე ტერიტორია , მდინარების : ჩხოუშიას . სინწის და ასევე სოფლებში გამდინარე მდინარეების,ღელეების კალაპოტები. ქალაქის მთელს პერიმეტრზე მოსახლეობის მიერ დასუფთავდა : ეზოები , ქუჩები და ტროტუარები. დასუფთავების აქციებში მონაწილეობდნენ:- სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ააიპ ,, ზუგდიდდასუფთავების ცენტრი’’ - თანამშრომლები, ააიპ ,, კეთილმოწყობის სამსახური'', ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ,, სკოლამდელი სააღმზრდელო მართვის ცენტრი ",, მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლის" თანამშრომლები, ,, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი", კვების ობიექტები, ზუგდიდისა და სასოფლო ტერიტორიული ერთეულების მოსახლეობა.

     

    ჩატარებულ დასუფთავების აქციაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მონაწილეობა მიიღო 3 ათასმა ადამიანმა. ამ დღეს ნაგავსაყრელში გაიზიდა 70 3 ნარჩენი. ქალაქსა და 48 სოფლის ტერიტორიაზე დასუფთავდა 40 ჰექტარი.