• "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში"

    2023.10.03
    მიზნები და ამოცანები • სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაზრდა, რომ ქვეყნის ეროვნულად განსაზღვრული წვლილის (NDC) მომზადებისა და განხორციელების პროცესში გათვალისწინებულ იქნას მათი მოთხოვნები, და უზრუნველყოფილ იქნას და პროცესის გამჭირვალობა; • უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის ჩამოყალიბება, სადაც კლიმატის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანმთელობის დაცისა და ურბანისტიკის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები გაერთიანდენ და შეიმუშავონ სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი პოზიცია საქართველოში ქვეყნის ეროვნულად განსაზღვრული წვლილის (NDC) დანერგვასა და რეალისტური სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით; • ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვას კლიმატის ცვლილების გეგმის 2021-2030 შემუშავების პროცესში, • სამოქალაქო საზოგადოების აქტორების მდგრადობის განმტკიცება, რომ მათ შეძლონ თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილება ამბიციური კლიმატის პოლიტიკის განხორციელებაში პროექტის დასრულების შემდეგაც ; • ხელს შეეწყოს სამოქალაქო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებას, რომ მათ ისარგებლონ ქსელებითა და ალიანსებით, რომლებიც მუშაობენ ამ მიმართულებით; • დამკვიდრდეს ჩარჩოები და ინსტიტუტები სამოქალაქო საზოგადოების რეგულარული და ფორმალური მონაწილეობისთვის კლიმატის პოლიტიკის შემუშავებაში; პროექტით განსახორციელებელი საქმიანობები • შიდა სამუშაო შეხვედრები • მრგვალი მაგიდები სამუშაო შეხვედრები, სემინარები, ტრენინგები, განცხადებები, კონფერენციები, აქციები; • ქსელის შექმნა • კლიმატის კვირეულების ჩატარება კლიმატის ცვლილების საკითხებთან დაკავშირებით (აქცენტი ეროვნულად განსაზღვრული წვლილზე (NDC) ლექციები, დემონსტრაციები, სხვადასხვა ახალგაზრდული საქმიანობები ნახატები, სასკოლო საქმიანობა კლიმატის ინიციატივების შემუშავება • დოკუმენტების კვლევები, ანალიზები და ანგარიშების მომზადება. • საერთო დოკუმენტების შემუშავება და ადვოკატირება სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით. • მონაწილეობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის პროცესებთან დაკავშირებულ შეხვდრებასა და განხილვებში, როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო დონეზე. • პრესრელიზების გავრცელება; • რადიო და ტელესიუჟეტების მომზადება. • საინფორმაციო ბიულეტენების, ტრიფლეტების, ბროშურების, ჩატარებული კვლვლევებისა და გაკეთებული ანალიზები გამოცემა. პროექტში განხორციელებული ღონისძიებები. • სამუშაო შეხვედრა საქართველოს კლიმატის ცვლილების პოლიტიკაში, სამოქალქოს საზოგადოების მონაწილეობის საინიციატივო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით • 2 სამუშაო შეხვდრა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით „საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC)“ და კლიმატის ეროვნული პოლიტიკა. • სამუშაო შეხვედრა: "ეროვნულად განსაზღვრული წვლილი და მერების შეთანხმება“ მერების შეთანხმების ოფისის და მერების ხელმომწერი ქალაქების წარმომადგენელთა მონაწილეობით • პროექტის პარტნიორ ორგანიზაციის „გარემოსდაცვითი საკითხების დამოუკიდებელი ინსტიტუტის (UfU) წარმომადგენლების ფასილიტაციით. სამუშაო შეხვედრა ექსპერთთა მონაწილეობით "სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა კლიმატის პოლიტიკაში". • საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა და დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით 3 ტრენინგი საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC) – • პროექტის შემსრულებელი ჯგუფის წევრები მონაწილეობას იღებენ კლიმატის ცვლილების პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა შეხვდერებში, როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო დონეზე • სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირების მონაწილეობით შეიქმნა ქსელი გამოიცა - საინფორმაციოი ბულეტენი “გარემო და საზოგადოება“ კლიმატის ცვლილეაბა-ეროვნულად განსაზღვრული წვლილი -NDC - ტრიპლრტი ცვლილეაბა-ეროვნულად განსაზღვრული წვლილი -NDC